ახალი ამბები მთავარი

“ემიგრანტები ამ რეისების დინამიკით ორი თვე ვერ ჩამოვლენ..” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დაანონსებული რეისებით, ემიგრანტები საქართველოში ძალიან დიდხანს ვერ დაბრუნდებიან.

მისი თქმით, თვითმფრინავის ფული აქვს მთავრობას და მათთვის ეს უპრობლემოა.

„პოლიტიკური ნება ჭირდება იმას, რომ ეს რესურსები, ფულადიც და ადმინისტრაციულიც, მიმართო ამ პრობლემისკენ, რომ ამ ხალხს დაბრუნების შანსი მისცე გონივრულ ვადაში. არა ის, რომ ფონდში გადმოგვირიცხე ფული და ჩვენ ამას თვითმფრინავზე დავხარჯავთ. შემდეგ აცხადებ რეისების დინამიკას, რომელიც რომ გათვალო, ჩვენი მონაცემებით იქ რამდენი ადამიანიცაა, ორი თვე ვერ ჩამოვლენ. ეს პინგ-პონგი არაფრის მომცემია. გამოსავალი გვინდა.

თვითმფრინავის ფული აქვს მთავრობას და მათთვის ეს უპრობლემოა. წამოსცდა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ინფრასტრუქტურულად არ ვართ მზადო. შეიძლება ჯანდაცვის სისტემას უფრთხილდებიან, მაგრამ ესე თქმა, რომ ჩემს ათასობით მოქალაქეს ჩავტოვებ იქ უსასრულოდ, ეს უკანონოა და ამ ხალხის მიმართ არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 39 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ორი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,292,461 მიაღწია. გარდაიცვალა 70,797 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 272,526 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....