ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ კიდევ ოთხი თანაავტორი შეემატა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ აქტს 4 ახალი თანაავტორი ჰყავს. კერძოდ, 2 დემოკრატი და 2 რესპუბლიკელი კონგრესმენები: მაიკლ ტურნერი, ლოიდ დოგეტი, მაიკლ ლოლერი და ემანუელ ქლივერი.

კანონპროექტი H.R. 243, რომელიც მიზნად ისახავს “აეკრძალოს შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილის ან ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარება, რა მიზნითაც არ უნდა იყოს”, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაში – ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) წარადგინა. თავდაპირველად კანონპროექტს მხოლოდ ერთი თანაავტორი ჰყავდა, კონგრესმენი სტივენ კოენი (დემოკრატიული პარტია).

განახლებული ინფორმაცია, კანონპროექტს კიდევ ოთხი თანაავტორი შეემატა, ესენი არიან: მაიკლ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია), ლოიდ დოგერი (დემოკრატიული პარტია), მაიკლ ლოულერი (რესპუბლიკური პარტია) და ემანუელ კლივერი (დემოკრატიული პარტია).

იტვირთბა....