ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტივისტი ილია ღლონტი სამართალდამცველებმა განყოფილებაში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ილია ღლონტი განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გადაჰყვათ.
განყოფილებაში გადაყვანის მომენტში ილია ღლონტმა მის სახლთან შეკრებილ მხარდაჭერებს და მოქალაქეებს უთხრა, რომ მისი სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ეს ყველაფერი ხვალინდელ დაანონსებულ აქციას შეეხებოდა.
შსს-მ გამოძიება ორი – სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ასევე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში აქტიური მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
მათივე განმარტებით, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებებს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ატარებენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა” – აცხადებენ შსს-ში.