“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატები მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ,
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს ქართული ცონების წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის ინიციატივას. ქართული ოცნების თითოეული წევრი პირადი სახსრებით 70 ოჯახს საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. მსურს გამოვეხმაურო ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს, აღნიშნულ ვითარებაში დანამატების გაცემის გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად”
დავით დარჩია, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, ოზურგეთის მერიაში პრემიების გაცემის საკითხს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც. გიორგი გახარიას თქმით, ის საქმის ვითარებაში გაერკვევა და შესაბამის ზომებს მიიღებს.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.
ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.
ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 157-მდეა გაზრდილი.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.