მთავარი ციტატა

“საჯარო მოხელეები, პრემიების აღების ნაცვლად, ხალხს უნდა ემსახურებოდნენ” – გიორგი გახარია

“ოზურგეთის მერიაში პრემიების გაცემის ფაქტი თუ დადასტურდა, მიმაჩნია კატეგორიულად მიუღებლად. მე მესმის, რომ ეს ადამიანები დღეს შეიძლება წინა ხაზზე არიან და COVID 19-ს ებრძვიან, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა, ისინი საჯარო მოხელეები არიან და ისინი ან არჩეულები არიან, ან დანიშნულები გუნდის მიერ; ხალხს უნდა ემსახურონ იმის მაგივრად, რომ პრემიები აიღონ. გავერკვევი, გპირდებით, თუ ეს დადასტურდა, მივიღებთ შესაბამის ზომებს”

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 ამ დროისთვის გიორგი გახარია აჭარაში იმყოფება და ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებულ წესებზე ისაუბრა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 157-მდეა გაზრდილი.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....