aviabiletebi
მთავარი ციტატა

“გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება” – ამირან გამყრელიძე

“ქალბატონი 31 მარტს შევიდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, გარდაცვალება დაფიქსირდა დღეს დილით. ძირითადი დიაგნოზი აქ იყო ახალი კორონავირუსი. ამ პაციენტთან იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები. ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტერს, რომელიც ჩვენს კლასიფიკაციაში მოხსენიებულია ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ  დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.  გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 157-მდეა გაზრდილი.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....