თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირისისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს.
მარინა ეზუგბაიას თქმით, დღემდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან სულ 22 პირი იყო გამოჯანმრთელებული, ეს რიცხვი გუშინ 23-მდე გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი დარჩება – მათგან სამს დღეს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 156 -მდე გაიზრდა.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.