“როგორ უნდა გაპატიოსნდეს გარდაცვლილი პაციენტი. არსებობს გვამის ჩანთები, ასეთი ჩანტები, რასაკვირველია, არის ქვეყანაში”, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ცეტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების შემდეგ შესაბამისი რეკომენდაციბის გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
“სპეციალურ ჩანთაში გვამი შესაბამისი დამუშავებით თავსდება. შემდგომ ეს ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულების სპეციალურ გამოყოფილ სივრცეში, სათავსოში, უკეთდება შესაბამისი მისანიშნებელი ნიშანი. გვამის დროებითი დაყოვენებისას ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფეციო დამუშავება. ახლობელებს კარგად უნდა აეხსნათ სარიტუალო პროცედურები და ისინი უნდა მიყვნენ ამ პროცედურებს.
სასურველია და აუცილებელია, რომ გარდაცვლილი კორონავირუსით ან შესაძლო შემთხვევით დაიკრძალოს 72 საათამდე და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრებები, პანაშვიდები. არ არის სასურველი სარიტუალო სუფრები და ა.შ.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია განახლდა stopcov.ge-ზეც.
ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილი ქალი ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 157-მდეა გაზრდილი.
ქვეყანაში კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა დღეს დილით 28-მდე გაიზარდა.