ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სადღესასწაულო ლიტურგიაზე დასწრება დაარღვევს კომენდანტის საათს” – მაია ცქიტიშვილი

“პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ დავიცვათ მკაცრად უკვე დადგენილი საგანგებო რეჟიმი, რომ მალე შევწყვიტოთ ამ ზომის გატარება. რაც შეეხება კომენდანტის წესებს, ის არის მკაფიოდ დაზუსტებული. ასევე, არ არის დაშვებული 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ამ ორი წესის გათვალისწინებით კი, ბუნებრივია იგი დაირღვევა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს შეკრება სად იქნება, მათ შორის ეკლესიაში. ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობების სახეობებს, საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რადგან გვჭირდება თითოეულ მოქალაქეს, რომ შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, უნდა შევიკავოთ თავი შეკრებებისგან.”

მაია ცქიტიშვილი – საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

აღნიშნული განცხადება ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან გაავრცელა. კითხვაზე აპირებს თუ არა წავიდეს სააღდგომო ლიტურგიაზე? ამბობს, რომ – არა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 148 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 27 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 319.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,055,179 მიაღწია. გარდაიცვალა 55,731 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 223,886 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....