ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„შეიძლება, გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა, თუმცა ამით ქართველების უმრავლესობა დაზარალდება“ – ევროკომისარი მარტა კოსი

ევროკავშირის გაფართოების ევროკომისარმა, მარტა კოსმა „რადიო თავისუფლების“ ევროპის საკითხების რედაქტორთან, რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხზე ისაუბრა.

კითხვაზე – „არსებობს თუ არა რაიმე სხვა ზომები, რომელთა განხილვაც ევროკავშირს შეუძლია?“

კოსი პასუხობს, რომ შესაძლებლობები არსებობს, თუმცა ფრთხილობენ.

„ბევრი შესაძლებლობაა, მაგრამ ვფრთხილობთ ამ სიტუაციაში. შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები.

არ მომწონს, როდესაც მთავრობა ხალხს არ ითვალისწინებს. ხალხის დიდი სურვილი ევროპული გზით სიარულია. ამიტომ, ჩვენ ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ შევეგუები იმ ფაქტს, რომ საქართველო დავკარგეთ, მაშინაც კი, თუ მთავრობა ერთი მეორის მიყოლებით იღებს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, – ამბობს მარტა კოსი.

იტვირთბა....