პლენარულ სხდომაზე პარტიების აკრძალვას II მოსმენით მხარი დაუჭირეს – ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა “არსებითად იმეორებს” სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.
კანონპროექტი ბიუროზე 31 მარტს დარეგისტრირდა. აღნიშნულს წინ უსწრებდა მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ “ენმ-ს მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად აღიარების კანონპროექტი” წარადგინეს.