მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე მილიონს გადააჭარბა. დადასტურებული შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება.
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში დაინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობაა 1 026 258, მათგან 53 235 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 213 081 – გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.