შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე თუ საჭირო გახდა, მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად სხვა ნებისმიერი ქალაქიც უსწრაფესად ჩაიკეტება.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება თუ მიღებული იქნა, ეს საზოგადოებას აუცილებლად ეცნობება.
„იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდება ჩაკეტვა, როგორც მარნეულში მოხდა, როგორც ბოლნისში მოხდა, უსწრაფესად განხორციელდება მთლიანად ქალაქის გადაკეტვა. თუ საჭირო იქნება, გვეტყვიან ჩვენი სპეციალისტები, ჯანდაცვის სამინისტრო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.
პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.