იუსტიციის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყოველთვის იყო უნარიანი, უბრალოდ ეს ახლა უფრო გამოჩნდა.
„ხარი რომ ხნავს მიწას და ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრძელებს საქმეს. აი ასეთი მთავრობები ჰყოლია ქართულ ოცნებას და ხანდახან გავბრაზებულვარ კიდეც, რომ კი ბატონო, ეს ბუზია და მიბწკინა, მაგრამ ხომ უნდა გქონდეს უფრო ადეკვატური რეაგირება
ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი, როცა მან სხვადასხვა პოლიტიკური ძალები შემოიკრიბა, იყო ის, რომ გუნდურობა იყო მთავარი. გუნდურობა მარტო იმას არ გულისხმობს, რომ ერთი და იგივე გუნდის წევრები ერთმანეთისადმი პატივისცემის და კოლეგიალობის ნიშნით მოქმედებდნენ, გუნდურობა იმასაც გულისხმობს, რომ ერთი აზრი, ვინმეს აზრი არ იყოს მიღებული როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება და არსებობდეს სადისკუსიო სივრცე.
ჩემთვისაც რთული იქნებოდა ისეთი გუნდის პირობებში მუშაობა, რომელიც წინა პლანზე ვერ ახერხებს დააყენოს ქართველი ხალხის ინტერესი. ეს ყოველთვის იყო ჩვენი დისკურსის ნაწილი, შეიძლება მე ვფიქრობდე ასე, სხვა ფიქრობდეს სხვანაირად, მაგრამ როდესაც გაქვს სახელმძღვანელო, რაც არის ინტერესი ხალხის, რომლის ხელისუფლებაც ხარ, იქ უფრო ადვილია დისკუსიის შედეგად გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 110 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 21 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 809,276 მიაღწია. გარდაიცვალა 39,565 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 172,521 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.