aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ეგვიპტეში მილიარდერი თვითმკვლელობით იმუქრება თუ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი არ გაუქმდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გამოცხადებული კარანტინის 2 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელების შემთხვევაში, ეგვიპტელი მილიარდერი, ნაგუიბ სავირისი თვითმკვლელობით იმუქრება.

„ნება მომეცით რაღაც გითხრათ, მე თვითმკვლელობას ჩავიდენ, თუ ისინი კომენდანტის საათის პერიოდს გაახანგრძლივებენ,” – განაცხადა სავირისმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, დასაქმებულები 8 აპრილს უნდა დაბრუნდნენ ქარხნებში კარანტინის დასრულების შემდეგ, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს ეკონომიკური კოლაფსი.

„ჩვენ გვჭირდება რევოლუციური გადაწყვეტილება, მიუხედავად შედეგებისა.. თუნდაც რომ დაავადდეს ხალხი, ისინი გამოჯანმრთელდებიან“ – განაცხადა სავირისმა.

ეგვიპტეში უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსით დაავადების 656 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 41 ფატალური აღმოჩნდა. 150 პაციენტი კი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.

ეგახსენბთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 809,276 მიაღწია. გარდაიცვალა 39,565 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 172,521 პაციენტი. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 110 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 21 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც დღეიდან, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....