ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტის წინ ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოღობეს

პარლამენტის წინ ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოღობეს. რატომ გახდა საჭირო ტერიტორიის შემოღობვა, ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 28 აპრილს 19:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოებამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დაანონსა, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით დაიწყება.

გარდა ამისა, 29 აპრილს “ქართული ოცნება” რუსთაველის გამზირზე კონტრაქციას აწყობს და რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში რეგიონებიდან საჯარო მოხელეები მოჰყავს.

იტვირთბა....