ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა.

ამჯერად, კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ყველა ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ფრანგი, სერბი, უნგრელი და იტალიელი მეტოქეები დაამარცხა, ფინალში კი ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს 44 წამში იპონით აჯობა.

ტატო ევროპის ჩემპიონი კარიერაში უკვე მესამედ გახდა. საქართველოს აქტივში ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.გრიგალაშვილის გარდა ოქრო ვაჟა მარგველაშვილმა, ხოლო ბრინჯაო ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

იტვირთბა....