ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეროვნული გამოცდების ფორმატისა და ვადების ცვლილება არ განიხილება”- ეკატერინე დგებუაძე

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება არ განიხილება.

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება არ განიხილება“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

როგორცმინისტრის მოადგილემ აღნიშნა, თუ უწყებამ რაიმე გადაწყვეტილება მიიღო, ეს მოხდება  აბიტურიენტთა ინტერესებიდან გამომდინარე და  საზოგადოებას ამის შესახებ ეცნობება.

ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები დღითიდღე იზრდება. მთავრობა პრევენციულ ღონისძიებებს უფრო ამკაცრებს.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, რაც დღეს, დილის 08:00-იდან ამოქმედდა.

იტვირთბა....