მთავარი ციტატა

“სწრაფ ტესტებზე უარის თქმა ნიშნავს ვირუსის უფრო მეტ უკონტროლო და გაცილებით დიდი მასშტაბით გავრცელებას”- ჭიაბერაშვილი

“ვირუსის გავრცელებასთან ეფექტურად ბრძოლისათვის და იმისათვის, რომ მარნეულის შემთხვევა სხვა საავადმყოფოშიც არ განმეორდეს, ქვეყანაში ხარისხიანი სწრაფი ტესტები უნდა შემოვიდეს. კორონავირუსთან ბრძოლის გერმანული და სამხრეთ კორეული წარმატებული სტრატეგია, რომელიც სწრაფ ტესტებს ეყრდნობა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. სწრაფ ტესტებზე უარის თქმა ნიშნავს ვირუსის უფრო მეტ უკონტროლო და გაცილებით დიდი მასშტაბით გავრცელებას”.

ზურაბ ჭიაბერაშვილი  – ევროპული საქართველოს“ წევრი 

სოციალური ქსელი

25 მარტიდან სპეციალისტები კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმებას ახორციელებენ. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ემ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 81 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

იტვირთბა....