საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 13 გახდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, .პაციენტებს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდათ, შედეგი კი ორივე შემთხვევაში უარყოფითია.
გამოჯანმრთელებული პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს, თუმცა ისინი 14-დღიან იზოლაციაში, სახლის პირობებში იქნებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 79 შემთხვევაა დადასტურებული.
25 მარტიდან სპეციალისტები კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმებას ახორციელებენ.
საქართველოში 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.