“ჯერ გაიგნორებენ, მერე დაგცინიან, მერე გაღიარებენ და ბოლოს იმარჯვებ – ეს არის სწორი გზა. სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს და ის, რომ დღეს 1000 ტესტი მაინც გვაქვს, რომელიც არაფერი არ არის და ზღვაში წვეთია, ესეც ამ ყველაფრის დამსახურებაა. რაც ყველაზე მთავარია – კიდევ კარგი კონტრაქტი გაფორმებულია. კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი სწრაფი დიაგნოსტიკაა. თავი იმისთვის გვაბია და სახელმწიფო იმისთვის ვართ, რომ ფეიქტესტები არ იყოს ბაზარზე”
გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველოს” ლიდერი
PALITRANEWS, გადაცემა “360 გრადუსი”
“ამ ეტაპზე ჩვენ ჩამოვიტანეთ ის პირველი 1000 ტესტი, რომლებსაც ველოდებოდით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, ამ ტესტების პასუხი შესაძლებელია მივიღოთ ჩვენ უკვე საათნახევარში, რაც მოგვცემს საშუალებას, ნაკადები უფრო სწრაფად ვმართოთ”, – ეკატერინე ტიკარაძემ ამის შესახებ დღეს ისაუბრა.
შეგახსნებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გარდა ამისა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ადასტურებს, რომ ეპარქიის სასულიერო პირს კორონავირუსი გამოუვლინდა.