საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, https://stopcov.ge/– ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში ამ დროისათვის, ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ათი პაციენტი.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4055 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 252.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.