ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე საბა ქართველი სასულიერო პირის კორონავირუსით ინფიცირებას ადასტურებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ადასტურებს, რომ  ეპარქიის სასულიერო პირს კორონავირუსი გამოუვლინდა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელთმთავარმა დაასახელა მოძღვრის მისი ვინაობაც – დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი.

„სასულიერო პირის ვინაობის დასახელებით მინდა მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მაგალითი მივცეთ ადამიანებს. არ უნდა დამალო არაფერი, თუკი დაგიდგინდება ვირუსი“, – აღნიშნა მეუფე საბამ.

დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი ნიუ იორკში მოღვაწეობს და, როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, სასულიერო პირის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

 

იტვირთბა....