ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან საბრძოლველად 30 000 ლარი გადარიცხა

საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ფონდის ხელმძღვანელთან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 30 000 ლარი ჩემი პირადი ფონდიდან, რომელიც დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიქმნა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ჯანმრთელობა უსურვა.

თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტმა ხელი დღეს ფონდის ხელმძღვანელთან ერთად მოაწერა. ფონდის ხელმძღვანელმა, ნათელა მაჭავარიანმა, საქართველოს მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, 25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ის 73 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 10 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

საქართველოში  21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

იტვირთბა....