მთავარი ციტატა

“3-კვირიანი ბრძოლა სწრაფი ტესტირების აუცილებლობაზე მთავრობის დაყოლიებით დასრულდა”

“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს წამყვან ინფექციონისტებს – მაია ბუწაშვილს, გიორგი კამკამიძეს, გიორგი კანდელაკს და მათ კოლეგებს, რომ არ გაჩერდნენ და ბიუროკრატიასთან 3-კვირიანი ბრძოლა საქართველოში მიზნობრივი ჯგუფებისთვის (ახალი კლასტერები, მედპერსონალი, პოლიციელები, სამხედროები) სწრაფი ტესტირების აუცილებლობაზე მთავრობის დაყოლიებით დასრულდა”

ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ევროპული საქართველოს” წევრი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მარნეულში მოსახლეობის სწრაფი ტესტირება დაიწყება.

საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 10 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....