ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​73 დადასტურებული შემთხვევიდან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

ხოლო, 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს თავდაცვის ძალები შსს-სთან ერთად აკონტროლებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....