ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმის იმედზე ნუ იქნებით, რომ ასეთი საშუალებები ვირუსისგან დაგიცავთ, ეს რომ შველოდეს, კარგით რა”- იმნაძე თვითმკურნალობაზე

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, კორონავირუსის სამკურნალოდ თვითმკურნალობის არცერთი მეთოდი არაა ეფექტური.

აღნიშნულით იმნაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ჰომოეპათიური მკურნალობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

იმნაძე ხუმრობითაც კი თქვა, რომ თუ ასეთი მეთოდების მართლაც სჯერათ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ.

“ვისაც სჯერა, გაგვატარეთო, შეიძლება მითხრას, მაგრამ ნუ რა ვქნა ახლა. ძალიან გთხოვთ, იმის იმედზე ნუ იქნებით, რომ დაგიცავთ ასეთი საშუალებები. ჩვენზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ იტალიას, ან ესპანეთს, საფრანგეტს ან გერმანიას? ახლა, ეს რომ წამალი იყოს, ეს რომ შველოდეს, კარგით რა.. ხანდახან, ნუ.., წაიყვანდნენ თავის პატრონიანად და იქ უმკურნალებდნენ ასე, რომ გადაარჩინონ ეს ქვეყნები, ხომ. დაეხმარონ იმ ქვეყნებს, ცოდოები არიან, ჩვენ კარგად ვართ ჯერ”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 67 შემთხვევაა. მათგან 9 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კლასტერები არ არის.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შედეგად, სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვები დაწესდა.

იტვირთბა....