აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

“ლილუაშვილი ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს” – გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი

“ბატონი გრიგოლი იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით, თუმცა ამ ეტაპზე ბრალდების დადგენილება ჯერ არ ჩაუბარებიათ, ამას აქვს პროცედურები და შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. პროცედურები დასჭირდა მის ეტაპირებას, მის გადაყვანას შესაბამისად, არანაირი განმარტება ჯერ ჩვენების სახით არ მიგვიცია, ბრალსაც არ ვიცნობთ და ბუნებრივია, რომ ვერ გავაკეთებდით ვერანაირ განცხადებას.

პროცედურა არის ასეთი, რომ შედგა მხოლოდ და მხოლოდ დაკავების ოქმი, ბრალდება ჩვენთვის უცნობია, ასევე უცნობია შინაარსი. მხოლოდ ვიცით მუხლი, ეს არის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება. პოზიცია [ლილუაშვილის] ჯერ არ დაფიქსირებულა. ის, რაც არ ვიცით ვერანაირ პოზიციას ვერ დავაფიქსირებთ…ბრალდების გაცნობის შემდეგ, გარკვეულ პოზიციას დავაფიქსირებთ.

ის იქნა დაბარებული, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მზად იყო მოსულიყო გამოძიებაში და თუ რამე კითხვები იყო… ის იქნა გამოძახებული, შესაბამისად ჰქონდა მზაობა მოსულიყო და თუკი რამე კითხვები იქნებოდა, ეპასუხა. ეს მოტყუება არ არის, ეს პროცედურებია. დაკავების შესახებ არ იყო ცნობილი და რომც ცნობილი ყოფილიყო, გრიგოლ ლილუაშვილი არ აპირებდა არსად წასვლას… აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პირველად იყო მოსული.” – ამბობს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი. მისივე ცნობით, სუს-ის ყოფილი უფროსი ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს.

სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, დღეს, 23 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ინვესტორებისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ქოლ-ცენტრების მფარველობას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....