აღმოჩნდა, რომ ბოლო 6 წელი საქართველოს მართავდნენ დამნაშავეები და ამას აღიარებს პროკურატურა – ასე ეხმაურება სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძე.
თევზაძე ამბობს, რომ მაშინ, როცა “ქართული ოცნება” მისი გუნდის წევრების კეთილსინდისიერებაზე თავს იწონებდა, ახლა ყოფილი მაღალჩნოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სხვადასხვა ბრალდებებით მიმდინარეობს.
ჩვენ ბოლო 6 წელი გვეუბნებოდნენ, რომ სუს-ის უფროსი იყო კეთილსინდისიერი, პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი. დღეს ვხედავთ, რომ მათივე გუნდის წარმომადგენლები კორუფციის და სხვა ბრალდებებით არიან – მათ არაერთი ბრალდება აქვთ, ეს იქნება ღარიბაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სუსის ყოფილი უფროსი თუ ა.შ. ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ ბოლო 6 წელი საქართველოს მართავდნენ დამნაშავეები და ამას აღიარებს ივანიშვილის პროკურატურა” – აცხადებს თენგო თევზაძე.

