“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში დამატებული შემთხვევები და ახალი კლასტერები არ არის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“4 ადამიანი არის მარნეულის, ოჯახის წევრი ქალბატონის, რომელიც არის ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია თბილისში. მისი ოჯახის წევრები არიან ძალიან ახლო და მჭირდო კონტაქტები. გამოკვლეული იქნა ასევე მარნეულში სხვა პაციენტები, რომელიც იქვე საავადმყოფოში იყვნენ, სადაც ეს ქალბატონი იწვა. “ჯეო ჰოსპიტალში, ასევე პერსონალიც გამოვიკვლიეთ. ისინი ამ ეტაპზე არიან უარყოფითები ტესტირების შედეგად. გარდა ამისა ტესტირება კიდევ ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და დანარჩენი ყველა უარყოფითია”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
იმნაძის ინფრომაციით ქვეყანაში შემოტანილი შემთხვევები უკვე თურქეთიდანაც ფიქსირდება.
“ქვეყანაში ფიქსირდება უკვე თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევებიც. დაემატა შეერთებული შტატებიდან შემოტანილ კლასტერშიც შემთხვევები”, – განაცხადა იმნაძემ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის,საქართველოში კორონავირუსით 67 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.