ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველამ თავის საქმეს მიხედოს, რა”,- იმნაძე “მთავარი არხის” ჟურნალისტს

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს, ინფიცირებული რომელ კლასტერს წარმოადგენს, მთავრია, ყველა კონტაქტი იყოს შესწავლილი.

აღნიშნულით იმნაძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, არის თუ არა შესწავლილი რომანოვების კლასტერი, რომელთან კონტაქტში მყოფი ერთი პირი დაინფიცირდა.

იმნაძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყველა კლასტერს სწავლობს.

“აუ, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, რა! შესწავლილია ყველა. ჩემთვის სულერთია, რესტორანში იქნებოდა კლასტერი, ქელეხში იქნებოდა თუ ოჯახში იქნებოდა. ყველას ვსწავლობთ”,- განაცხადა პაატა იმნაძემ

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 67 შემთხვევაა. მათგან 9 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კლასტერები არ არის.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შედეგად, სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვები დაწესდა.

იტვირთბა....