“იცით, რომ გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხუთის მდგომარეობა სტაბილური. მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი, რომელიც არის მარნეულიდან, 62 წლის, მისი მდგომარეობა დინამიკის ცვლილების გარეშეა, ანუ ვინარჩუნებთ ვიტალურ(სასიცოცხლო) პარამეტრებს. ოქსიგენაციის პარამეტრები მეტნაკლებად გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტთან დადებითი დინამიკა მიღწეული გვაქვს. ერთადერთი მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე ვინარჩუნებთ სიცოცხლეს”
ლევან რატიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს.
საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 66 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.