ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებათა შემთხვევები 66-მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია – 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 235 პირი რჩება.

შეგახსენებთ, რომ 66 ინფიცირებულიდან უკვე გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....