მთავარი ციტატა

“შემიძლია ვთქვა, რომ გარდატეხაა და მოსახლეობა ძალიან ადეკვატურია” – ქვემო ქართლის რწმუნებული

„ვადასტურებ, რომ ყველა რგოლი ჩართულია მოსახლეობის ინფორმირებაში. გვყავს მოძრავი ჯგუფები, რომლებიც ეთნიკურ ენაზე, მათთვის გასაგებად სწორ მესიჯებს აძლევს მოსახლეობას. ამანაც თავის შედეგი გამოიღო და დღეს გაცილებით მცირეა ხალხის გადაადგილება. დღეს დღის პირველ ნახევარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ველოდებით ბეჭდურ მასალას აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მოძრავი ჯგუფები გაავრცელებენ ამ თვალსაჩინო მასალას, რათა კიდევ მეტმა გაიგოს ამ გამოწვევის შესახებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ გარდატეხაა და მოსახლეობა ძალიან ადეკვატურია“

შოტა რეხვიაშვილი –  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

შეგახსენებთ, მარნეულში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. ის მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს.

საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 66 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. 

იტვირთბა....