ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარნეულში ინფიცირებული ქალბატონი რამდენიმე თავშეყრის ადგილზე იმყოფებოდა

62 წლის პაციენტი, რომელიც მძიმე მდგომარეობით, მარნეულიდან თბილისში გუშინ  გადაიყვანეს,  ჰოსპიტალიზაციამდე რამდენიმე თავშეყრის ადგილს სტუმრობდა, მათ შორის წლისთავს, სადაც ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა.

შესაბამისმა ორგანოებმა უკვე დაადგინეს 90 შესაძლო კონტაქტი. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით კონტაქტების რაოდენობა გაცილებით დიდია.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული ქალბატონი მარნეულის ბაზარშიც იმყოფებოდა, მას კონტაქტი არაერთ ადამიანთან ჰქონდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით ქალბატონის მდგომარეობა ამ დროისთვის მეტ – ნაკლებად სტაბილურია და ხდება მისი სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 8 პირი უკვე გამოჯანმრთემდა. 5-მა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა, მათგან 2 პირი დღეს გაწერეს.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.

 

 

იტვირთბა....