მთავარი ციტატა

“მარნეულელი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ვინაიდან ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს”

„პაციენტის შემოყვანისას იყო უკიდურესად მძიმე. ამ ეტაპზე, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ვინაიდან ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს. რაც შეეხება კიდევ 5 ინფიცირებულს, ყველასთან დასტურდება მწვავე პნევმონია, დაბურული ფილტვის სინდრომით. მათი ზოგადი მდგომარეობა რჩება საყურადღებო, მძიმე, მაგრამ მართვადი“

ლევან რატიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

ბოლო მონაცემებით, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 8 პირი უკვე გამოჯანმრთემდა. 5-მა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა, მათგან 2 პირი დღეს გაწერეს.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.

იტვირთბა....