ისაკო დევიძეს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ის აქციაზე, შაბათს, 20 დეკემბერს დააკავეს.
მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა.
მოწმე პოლიციელების მტკიცებით, ისაკო დევიძემ პოლიციელებს „ყ*ეები“ უწოდა. ადვოკატის შეკითხვების საპასუხოდ ცნობილი გახდა, რომ მათ ისაკო დევიძის დაკავების დროს სამხრე კამერა ჩართული არ ჰქონიათ.
ისაკო დევიძის განცხადებით, მას პატრულ-ინსპექტორებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
ადვოკატმა საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. მისი შეფასებით, შსს-მ შესაძლო სამართალდარღვევის დასადასტურებლად ნეიტრალური მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

