ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას თქმით, ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორმა პირმა დატოვა

ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

რაც შეეხება კიდევ სამ გამოჯანმრთელებულს, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, ვინაიდან მათ პნევმონია აღენიშნებოდათ, ისინი კლინიკაში დამატებითი კვლევებისთვის დატოვეს და თუ ყველა მაჩვენებელი ნორმაში იქნება, შესაძლოა, დღეს გაწერონ.

შეგახსენებთ, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია რამდენიმე პირი, მათგან 5 უკვე გაწერილია საავადმყოფოდან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....