“ზვიად რატიანს დაეწყო მხედველობის პრობლემები… თავის ტვინში აქვს ჰემატომები” – ამის შესახებ ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სინდისის პატიმარს კვლევები ჩაუტარდა და მკურნალობა დაენიშნა, შემდეგ კი ისევ ციხეში დააბრუნეს.
ზვიად რატიანს დაეწყო მხედველობის პრობლემები, თურმე, თითქმის ვეღარ კითხულობს. გადაუყვანიათ კვლევაზე, აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში აქვს ჰემატომები. შემდგომ მკურნალობა კი დაუნიშნეს, ოღონდ, ცხადია, ციხეში დააბრუნეს.
თვითონ არ უნდა ამაზე ყურადღების გამახვილება, თუმცა, მივიჩნევ, რომ უნდა ვიცოდეთ და ყურადღება გავამახვილოთ ამ სიტუაციაზე!!! მეუღლეს ვესაუბრე” – წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით [წინააღმდეგობა, მუქარა აწ ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ] გადაუკვალიფიცირა და აღნიშნული ბრალის მიხედვით ცნო დამნაშავედ.
ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.

