ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ყველაფერი წესრიგში გვექნება, ეს სამი პაციენტიც კლინიკას დღეს დატოვებს”- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გამოჯანმრთელებულმა ყველა პაციენტმა კლინიკა შესაძლოა დღესაც დატოვონ.

ეზუგბაია განმარტავს, რომ ამჯამად კლინიკაში რცება გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი, რომლებსაც დღეს კლინიკური გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

მისივე თქმით, თუ კვლევის მიხედვით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, ისინი კლინიკას დღეს დღის განმავლობაში დატოვებენ.

“აქამდე გამოჯანმრთელების სამი შემთხვევა გვქონდა და სამივე მათგანმა კლინიკა დატოვა, გუშინ კიდევ შემოგვემატა ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელებული და აქედან სამედიცინო დაწესებულებიდან გაეწერა ორი მათგანი. სამი პაციენტი მართალია გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათთან პარალელურად გვქონდა პნევმონია და ამიტომ დღეს მოხდება სხვა მინაცემების კლინიკურად შეფასება. თუ ყველაფერი წესრიგში გვექნება, ეს სამი პაციენტიც დღეს დღის განმავლობაში დატოვებს ცენტრს. აღარ ვსაუბრობთ კონკრეტულ კლასტერებზე, ზოგი ადრე შემოვიდა ზოგი გვიან, მაგრამ შესაძლებელია ერთმანეთს გაუსწრონ, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ვხედავთ,რომ ეტაპობრივად ტოვებენ ცენტრს გამოჯანმრთელებული პაციენტები, იმედია, უფალი შეგვეწევა ბოლომდე“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 8 პირი უკვე გამოჯანმრთემდა. 5-მა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა, მათგან 2 პირი დღეს გაწერეს.

21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გვიან ღამით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 62 წლის ქალი, რომელიც მძიმე დიაგნოზით გუშინ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.

იტვირთბა....