aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ კორონავირუსის შიშს ადამიანს ცოდვაში არ ჩავუთვლით, აუცილებლად გავითვალისწინებთ”, – მეუფე ნიკოლოზი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ კორონავირუსის შიშს ადამიანს ცოდვაში არ ჩავუთვლით, აუცილებლად გავითვალისწინებთ”, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საუბრობს.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, თუკი ადამიანს რაიმე რისკი განცდა აქვს, არაა აუცილებელი მან ყოველდღე ეკლესიაში იაროს.

“როდესაც რაიმე რისკის განცდა აქვს ადამიანს, არ არის აუცილებელი ყოველდღე ეკლესიაში სიარული, არ არის აუცილებელი ყოველ კვირას ზიარება ასეთი ადამიანისთვის. ზიარება საერთოდ არის განსაკუთრებული მოვლენა, ჩვენ არ ვაძალებთ ადამიანს და, თუ ადამიანი არ ეზიარება, მას არ ვსჯით უზიარებლობით. ყველაზე დიდი სასჯელი, რაც ადამიანს ჩვენ შეიძლება დავადოთ, ეს არის უზიარებლობა. თუ ადამიანს არ შეუძლია, ნუ მოვა და ჩვენ მივალთ. ჩვენ ვემორჩილებით კანონს, ჩვენ ვემორჩილებით რეგულაციებს”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მრევლს მიმართა ილია მეორემ.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

იტვირთბა....