aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს, რაც ხდება, შორი-შორს დადექითო – ყველაფერი თქვენთვის არის, იოლი შესასრულებელია”, – ილია მეორე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მას ცხოვრებისა და ეს სახელები სასუფეველია სასუფეველში. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზა, გოლგოთა, უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას”, – ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარის თქმით, საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია და ყველაფერი, რაც ხდება, ღვთის განგებითაა.

“საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი, ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს, რაც ხდება, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს. უფალთან ვიყოთ.

აი, ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. მტკიცედ იდექით, წყალობა და მადლი ღვთისა თანამავალია ყოველთა თქვენთა ცხოვრებისა ჩვენისათა. არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი. მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, ყოველდღე უნდა ისხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენ თვითონ, თქვენს შვილებს, ოჯახს, სახლს, კარ-მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლებათ თქვენ. ჩვენ ვართ რჩეულნი ღვთისანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, გაიხარეთ”, – ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

იტვირთბა....