მთავარი ციტატა

“სახლში 2-3 ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები – ეს უკვე კანონითაც აკრძალულია”

“თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს, სახლში 2-3 ადამიანზე მეტი არ დაპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები. ეს, მოგეხსენებათ, უკვე კანონითაც აკრძალულია. მივყვეთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გულისხმობს ქვეყანაში. მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მეტი რა ჩანაწერი უნდა იყოს. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ვცხოვრობთ საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში. ყველა უნდა დაემორჩილოს იმას, რასაც სახელმწიფო ამბობს. სოციალური დისტანცირება დღეს ინფექციასთან ბრძოლის ყველაზე ძლიერი იარაღია”

ამირან გამყრელიძე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

“კორონავირუსი მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში დადასტურდა, პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, დღეს დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

იტვირთბა....