მთავარი ციტატა

“ყველა მივეჩვევით სოციალურ დისტანცირებას, ეს ერთ დღეში ძნელია ხოლმე”, – პაატა იმნაძე

“მივეჩვევით ყველა სოციალური დისტანცირების წესებს, ერთ დღეში ეს ძალიან ძნელია ხოლმე. ამავე დროს მეორეც უნდა გაითვალისწინოთ – მოსახლეობის არცერთი ჯგუფი არ უნდა გახადოთ სტიგმატიზაციის მსხვერპლი. რაც შეეხება არასრულწლოვანთა რაოდენობას, 50 ავადმყოფზე სტატისტიკა არ კეთდება. სტატისტიკა კეთდება დიდ ციფრებზე”

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

TV პირველი

“კორონავირუსი მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში დადასტურდა, პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, დღეს დილით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გუშინ, 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

 

იტვირთბა....