მთავარი ციტატა

“ჩვენ ისეც ვმუშაობდით საგანგებო რეჟიმში, მაგრამ ახლა ამას ლეგალური საფუძველი ეძლევა”, – ამირან გამყრელიძე

“საგანგებო მდგომარეობა მთლიანად ქვეყანას დაეხმარება იმაში, რომ აღსრულდეს ყველა ის რეკომენდაცია მოკლე დროში, რა რეკომენდაციებიც ვრცელდებოდა ყოველთვის ჯანდაცვისა თუ სხვა სექტორების მხრივ. საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს რეკომენდაციების ბოლომდე აღსრულებას. აქამდე ჩვენ ისედაც ვმუშაობდით საგანგებო რეჟიმში, მაგრამ ახლა ამას ლეგალური საფუძველი ეძლევა, რაც მეტ ეფექტს მისცემს ქვეყანაში ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებს, რათა უფრო მსუბუქად გადავიტანოთ ეპიდემია”

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

TV პირველი, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბები”

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი, რიგით 49-ე შემთხვევა დაფიქსირდა  – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზეა განთავსებული.

 საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

იტვირთბა....