ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან. კენჭისყრა 19:00 საათზე დასრულდება, ხოლო 21:00 საათზე შედეგები გამოცხადდება.

ცნობისთვის, პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.

იტვირთბა....