მთავარი ციტატა

“მინდა ვთხოვო ყველას, რომ დავემორჩილოთ მთავრობის მიერ გამოცხადებულ ზომებს”, – ნინო ბურჯანაძე

“მინდა გამოვეხმაურო საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მინდა ვთხოვო ყველას, რომ დავემორჩილოთ მთავრობის მიერ გამოცხადებულ ზომებს. მიუხედავად იმისა, რომ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მთავრობას, ამავროულად, ბუნებრივია, ჩნდება გარკვეული კითხვები. პირველ რიგში, მე ვფიქრობ, რომ მთავრობამ ჩვენ მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ასე უცებ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რადგან გუშინ და გუშინწინ გასაგებია, რომ იყო წინსწრებით ამაზე საუბარი, მაგრამ არ იყო გადაწყვეტილი, რომ საგანგებო მდგომარეობა იქნებოდა შემოღებული. რა არის ის მთავარი მიზეზი, რამაც შეცვალა მთავრობის გადაწყვეტილება, ეს საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს”

ნინო ბურჯანაძე, “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე

TV პირველი, “ვახო სანაის დღის ამბები”

შეგახსენებთ, საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი, 48-ე შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

 

 

იტვირთბა....