“ვიმეორებ, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, უნდა ვიყოთ მზადყოფნაში. ვინაიდან, ის 44 შემთხვევა ამ მომენტისთვის რაც ფიქსირდება, ეს არის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევები. სავარაუდოდ, გაცილებით მეტი იქნება შემთხვევა და გაცილებით მეტი გამოვლენაა საჭირო და ჩასატარებელია ღონისძიებები. თუმცა, მაინც ეს შედარებით მდუნე ტემპი, თუ ეს მხოლოდ გამოვლენის პრობლემასთან არ არის დაკავშირებული, გარკვეულ იმედს იძლევა, რომ უფრო მომზადებულად შევხვდეთ უკვე ჰოსპიტალურ სექტორში.”
ჯანდაცვის ექსპერტი – სერგო ჩიხლაძე
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 44 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1925 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 256,809 მიაღწია. გარდაიცვალა 10,540 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 89,920 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.