აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 “ევროპას ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

„მიმდინარე მოლაპარაკებებში ან მიღწეული იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, ან ვიპოვით გზებს, რათა ევროპელებმა ხელახლა დაიწყონ დიალოგი რუსეთთან – გამჭვირვალობისა და უკრაინასთან თანამშრომლობის გზით. ვლადიმერ პუტინთან საუბარი კვლავ სასარგებლო იქნება,“ – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ როგორც ევროპელების, ასევე უკრაინელების ინტერესებშია სწორი ჩარჩოს პოვნა ამ დისკუსიის ხელახლა დასაწყებად. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპელებმა ამის გაკეთების საშუალებები უახლოეს კვირებში უნდა იპოვონ.

იტვირთბა....