“ახალგაზრდებს მივმართავ, თქვენ დიდი ყურადღება მიაქციეთ ხანშიშესულ დედებს, მამებს, ბებიებს და ბაბუებს. თქვენ არაფერი არ დაგემართებათ, ბოლოს და ბოლოს თუ ვირუსი შეგეყარათ განიკურნებით და ჯანმრთელი იქნებით, მაგრამ მოხუც ხალხს ძალიან დიდი გართულებები მოელის და წარმოგიდგენიათ, ეს ფილტვების შეშუპება არის ყველაზე ხშირად და ფილტვების შეშუპებიანი ავადმყოფის მკურნალობა ეს არის გმირობის ტოლფასი.”
ანზორ მელია – კარდიოლოგიური კლინიკა “გული”-ის დირექტორი
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 40 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 229, 973 მიაღწია. გარდაიცვალა 9, 386 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 86, 256 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.